25 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ხვდება - საგანგებო შეკრება "ქართული ოცნების" ოფისში

"ქართული ოცნების" ოფისში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. კონკრეტულად, ვისთან მართავს ევროკავშირის ელჩი კონსულტაციებს, ჯერჯერობით უცნობია.

"ქართული ოცნების" ოფისში მივიდა ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

დღის ამბები