06 იანვარი 2025,   00:29
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება "ოცნების" ოფისთან - უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილიას"  წევრებმა შენობის პიკეტირება სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება მოხდა. ოფისთან მისასვლელი საავტომობილო გზა პოლიციის კორდონით არის გადაკეტილი.

მანამდე მცირე დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები ხაბელოვს პასუხს სთხოვდნენ თუ რატომ ჩააგდო უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი. დაპირისპირება რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

 

 

დღის ამბები