03 ივნისი 2024,   16:30
ვრცლად
"ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა" - ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებას საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამ დროისთვის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საზოგადოებას ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ოქრუაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს თავისი ძალა უნდა ანახოს:

"კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას , ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში , ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

ის, ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი.

ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე -სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.

შემდეგ, ვაი-ვიში- გვეშველება თუ არა რამე - არაფრის მომცემი აღარ იქნება,"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუკზე.

დღის ამბები