18 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
დაკავებული ექიმი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.

როგორც გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი ამბობს, ექიმის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არც ფიზიკურ ზეწოლას ჰქონია ადგილი. 

"ბატონი ვაჟა ახლაც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. რაც არის საყურადღებო და დასაფასებელი, ის არ აღიარებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება. ვიცით, რომ ჯანმრთელადაა. არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გვინდა ძალიან ხელისუფლებამ იმოქმედოს და რა ბერკეტებიც გააჩნია გამოიყენოს," - განაცხადა გორის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ტრავმატოლოგმა, დავით ღვინიაშვილმა.

საქართველოში კი მისი მხარდასაჭერი აქცია იგეგმება. ქართველი ექიმები ხვალ 12 საათზე თეთრი ხალათებით მდუმარე აქციას გამართავენ. მედპერსონალი ყველა სამედიცინო დაწესებულების შესავლელთან გამოვა.

დღის ამბები