29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია

ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია, გარდაცვლილები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი და გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მკველელობის ორი ვერსია განიხილება: ერთ-ერთი ვერსიით, ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი, დედა და და  მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მეორე ვერსიით, სამივე პირი სხვა ადამინმა მოკლა. ჯერჯერობით, გამოძიებას თვითმკვლელობის კვალიფიკაცია არ აქვს.  

"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანის ადგილმდებარეობა მეზობლებს ხელს უშლიდა და მას სახლში მიაკითხეს. მეზობლებს  ბინაში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

"კურიერი"  დეტალებს არკვევს.

დღის ამბები