18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
"ქართული ოცნების " შეუსრულებელი დაპირების გამო მოქალაქეები მეოთხე დღეა პროტესტს ქუჩის აქციაზე გამოხატავენ

აქცია პარლამენტთან - ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების გამო ქუჩაში რიგითი მოქალაქეები გამოვიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - ნაწილი კარვებში, ნაწილი კი სახელდახელოდ დადგმულ გამათბობლებთან. აქციის მონაწილეების თქმით,  თავს მოტყუებულად გრძნობენ.

მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა მოქალაქეები საერთო პროტესტმა გააერთიანა. როგორც ისინი ამბობენ, პროპორციული წესით არჩევნები ხალხის მონაპოვარია და დათმობას არ აპირებენ.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი დღეს არ სრულდება. რიგითი მოქალაქეები საკუთარი სურვილების ბოლომდე დაცვას აპირებენ.

დღის ამბები