23 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
სპეცრაზმის მობილიზება პარლამენტთან - სამართალდამცველები სავარაუდოდ აქციის დასაშლელად ემზადებიან

პარლამენტის მდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება მიმდინარეობს. ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. მათ ხელში ხელკეტები და ფარებიც უჭირავთ. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სამართალდამცველები.

აღსანიშნავია, რომ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება ადმინსტრაციული შენობების ბლოკირების ან შტურმის შემთხვევაში პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს.

"კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს,"- ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები