22 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

ვითარება რუსთაველის გამზირზე უკიდურესად დაიძაბა - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.

ნახევარსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სპეცრაზმელები ხელკეტებითა და ფარებით აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და 80-მდე სპეცრაზმელი.

 

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები