28 დეკემბერი 2024,   13:04
ვრცლად
პარლამენტთან აქციის მონაწილეები ასფალტზე დასხდნენ

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებისგან შესასვლელების გათავისუფლებას ცდილობს, მოქალაქეები ასფალტზე დასხდნენ. ადგილზე არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, მათ შორის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა.

სამართალდამცველები წყლის ჭავლის მანქანიდან მოქალაქეებს მოუწოდებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემნთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

ადგილზე მობილიზებულია ასევე სპეცტექნიკა.

 

 

 

დღის ამბები