25 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავება დაიწყეს.

მათ აქციის მონაწილეების მიერ მიტანილი ტომრების, კარვებისა და კასრების ტერიტორიიდან გატანა დაიწყეს.

ამ წუთებში სპეცრაზმის სამსახურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების დაშლას ისევ ცდილობენ. იყენებენ წყლის ჭავლს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი: სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები