23 დეკემბერი 2024,   14:41
ვრცლად
მინდა ოპოზიციის ნაწილს დავუბრუნო ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც მათ ღირებულებებს გამოხატავს - არჩილ თალაკვაძე

"ოპოზიციის ნაწილს უნდა ახსოვდეს, რომ  ისინი ვეღარასოდეს მოქალაქეთა უფლებებს, მედიას, სახელმწოფოს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ბიუროს სდომაზე დეპუტატებს ის ბოქლომი ანახა, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს გუშინ დაადო.

"საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე  ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს იგივეს ცდილობდნენ. ამიტომ, მე მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც მათ ღირებულებებს გამოხატავს. ეს ალბათ მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ვეღარასოდეს ისინი მოქალაქეთა უფლებებს, მედიას, სახელმწოფოს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები