18 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
დაკავებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც პარლამენტთან აქციის დაშლისას დააკავეს, თავისუფალია.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ “კურიერს“ განუცხადა,  ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

"ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ,"- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები