07 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
რუსთაველზე დაკავებულების ახლობლები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

აქციაზე დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გაუგებარია დაკავების საფუძველი და ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს შორის არიან, მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

"ირაკლი ნადირაძე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებამ დააკავა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც არ შეიძლება რომ მივაწეროთ, ვინაიდან ისინი რუსეთის მთავრობის მარიონეტები არიან. სასამართლომ იმსჯელოს სამართლიანად, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ისინი ყოველგვარი ჯარიმის გარეშე," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები