23 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
"თუ ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს, რუსთაველს კარვების ქალაქად გადავაქცევთ" აქციის მონაწილე

აქციის მონაწილეები პოზიციებს  ისევ არ თმობენ, მათმა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაათენა.

ამ დროისთვის მთავარ გამზირზე 10-მდე კარავი რჩება. მოთხოვნები უცვლელია, შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

როგორც აქციის მონაწილე დავით მახარაძე აღნიშნავს, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ აქციებს, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს, რუსთაველს გადავაქცევთ კარვების ქალაქად," - განაცხადა დავით მახარაძემ.

დღის ამბები