25 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
აფხაზეთში ცეცხლმა 11 ათას ჰექტრამდე ფართობი მოიცვა 

ხანძარს აფხაზეთში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენები ამ დრომდე ებრძვიან.

გაგრასა და ცივწყაროს ტერიტორიებზე მეხანძრე-მაშველები დაკვამლიანების და ცუდი ხილვადობის გამო ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ.

აფხაზეთში ტყეები 7-11 ათას ჰექტარ ფართობზე იწვის. ხანძრის შედეგად ძლიერი დაკვამლიანება სოხუმში, გაგრაში, გუდაუთასა და ახალ ათონშიც აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-Abkhazia ავრცელებს.

დღის ამბები