19 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
მარტვილის ტყეში ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელ სალხინოს მიმდებარე ტერიტორიებზე ტყე იწვის.

ცეცხლი ფოთლის საფარს გაუჩნდა. როგორც სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები ამბობენ, ხანძრის 80% ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე კერა ისევ რჩება.

ადგილზე  მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები