04 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა აქცია გამართეს. 

"ვაპროტესტებთ, რაც მოხდა ქართველ ექიმთან დაკავშირებით, ის არის უკანონო პატიმარი. თეატრის მთელი კოლექტივი ვუერთდებით ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას," -განაცხადა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხვინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი ბრალს არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

დღის ამბები