22 დეკემბერი 2024,   17:12
ვრცლად
დავაბოქლომებთ ... პოლიციაც ჩვენს მხარეს გადმოვა - გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურას ბოქლომი დაადო

დაპირისპირება პროკურატურასთან - ოპოზიციის ნაწილი და აქციის მონაწილეები უწყებასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

"გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურას ბოქლომი დაადო და აღნიშნა, რომ საპროტესტო ტალღა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ეს კარები გაიღება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ერთი - გასაღები ხალხს. მალხაზ მაჩალიკაშვილი 3 წელია ეძებს სამართალს და ამათ ხელში სამართლიანობა ვერ იპოვა. პროკურატურაში არიან ადამიანები, რომელიც უმოწყალოდ წირავენ ხალხს. 

რურუას ჩაუდეს იარაღი, 4 თვის წინ ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს ჩაუდეს იარაღი, გუშინ ირაკლი ოქრუაშვილს 15 წლის წინანდელი ვითომ დანაშაული გაუხსენეს და საქმე აღუძრეს. მაქსიმალურ ტერორზე არიან გადასულები, უნდათ, რომ შეგვაშინონ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, დავაბოქლომებთ, ჩვენ ჩვენს შედეგს მივიღებთ. ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში მიიღებს ამას. ამ ბიჭებსაც ამოუვათ ყელში, აქ რომ არიან, პოლიციელებიც გაიხდიან ფორმას, ჩვენს მხარეს გადმოვლენ და მერე ვნახავ ვინ დაიცავს ამათ," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები