პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა, საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები რამდენიმე დღეა გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც პირველი ვიცე–სპიკერის ადგილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დაიკავებს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს რომან კაკულია ჩაიბარებს, მას კი პაატა კვიჟინაძე ჩაანაცვლებს.
დეპუტატები გავრცელებულ ვერსიებს ადასტურებენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საბოლოო შედეგი ცნობილი უმრავლესობის სხდომაზე გახდება.