29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა მობილიზება იწყება

მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცველთა მობილიზება იწყება. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები ყოველ წუთს მატულობს. ადგილზე მიტანილია რკინის ჯებირები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა მობილიზება, დღეს, სამოქალაქო აქტივისტების 11:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება. მოძრაობა "სირცხვილია" და "შეცვალეს" წარმომადგენლები, კანცელარიას ბოქლომს დაადებენ.

დღესვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფები საპროტესტო აქციას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სახლთან 14:00 საათზე გამართავენ.

პროტესტის პარალელურად, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. საპროტესტო აქციის ფონზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება 25 აქტივისტთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.

დღის ამბები