გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.