19 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში - ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის ბიუროს დაბოქლომებას ცდილობს

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ. "ევროპული საქართველოს" წევრები ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას აპირებდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ ადგილზე წინასწარ მობილიზებულმა სამართალდამცავებმა და "ქართული ოცნების" წევრებმა არ მისცეს.

"ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს"წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "თქვენ გინდათ ცოცხების მთავრობა" - ასე მიმართავენ "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც "ევროპული საქართველოს" წევრებს.

დღის ამბები