ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
"ნაციონალური მოძრაობა" უმაღლესი საბჭოს ცენტრალური შესასვლელის დაბოქლომებას აპირებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში აქციის დროს დაკავებულ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს და ყველა პოლიტმატიმარს.
ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც.