ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს დეპუტატები ჩვეულებრივი დღის წესრიგით ვეღარ იმუშავებენ.
თბილისში და საქართველოს რეგიონებში "დაბოქლომების" აქციები ტარდება, ოპოზიცია და აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს და სახელისუფლებო შენობებს ბოქლომებს ადებენ, რაც იმის სიმბოლოა, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას არ ასრულებს, გაუქმებული და დალუქულია.