28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
აკაკი ზოიძე პროპოციულ სისტემაზე რეფერნდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

“ქართული ოცნების“ წევრი, აკაკი ზოიძე 2020 წლის არჩევნების პროპოციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერნდუმის ან, პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აკაკი ზოიძე პარლამენტის და პოლიტიკის დატოვებას არ გამორიცხავს. 

აკაკი ზოიძის თქმით, მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებაზე “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართა. 

“მოვისმინე რა, უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ამითი უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე..." 

გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოლიტ საბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით... მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა, “ქართლი ოცნების“ იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე გადავლას 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის, და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მარგამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები, მიუხედავად  მეთოდისა, რა ჩატარდება, სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელოა ყველა ჩვენგანისთვის“ - აცხადებს აკაკი ზოიძე. 

 

დღის ამბები