19 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
ხალხთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმი "ქართული ოცნების" დამსახურებაა - ოხანაშვილი ზოიძის ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, აკაკი ზოიძის ინიციატივა, რომ რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით, ხალხმა გადაწყვიტოს 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ფორმატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილისთვის მისაღებია. ოხანაშვილის თქმით, საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმი სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა. 

"ხალხთან კომუნიკაცია არის სწორედ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ვართ მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმში. თუკი საკითხი შეეხება იმას, რომ ჩვენს ხალხს აზრი ვკითხოთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, როდესაც მსგავსი საკითხებია, აქ პოლიტიკური და გარკვეული სამართლებრივი გამოწვევაც შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, ვიმსჯელოთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები