27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
რეფერენდუმი ოკუპირებული ტერიტორიების გამო გამორიცხულია - დეკანოიძე ზოიძის ინიციატივას აფასებს

"ქართული ოცნების" დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას, რომ რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით, ხალხმა გადაწყვიტოს 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ფორმატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე დროის გაწელვის მცდელობად აფასებს. 

დეკანოიძის განცხადებით, რეფერენდუმი ოკუპირებული ტერიტორიების გამო გამორიცხულია, ხოლო პლებისციტს მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობასავით, რომ გაწელოს დრო, იმიტომ, რომ არგუმენტირებულადაც გამორიცხულია მსგავსი მსჯელობა. პირველ რიგში, რეფერენდუმი ვერ ჩატარდება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. მეორე - პლებისციტი, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და ეს რეკომენდაციები ხელისუფლებას შეუძლია ან გაითვალისწინოს, ან არა; მესამე - ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეადმინისტრირება მოხდეს და ვინ უნდა დათვალოს ეს შედეგები, თამარ ჟვანიამ?"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები