27 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
წავა დისკუსია, ჩავატაროთ რეფერენდუმი თუ პლებისციტი, რაც ყურადღების გადატანის მცდელობაა - ლევან თარხნიშვილი აკაკი ზოიძის ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას, რომ რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით ხალხმა გადაწყვიტოს 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ფორმატი, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა.

თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ყურადღების გადატანის მცდელობაა. 

"შესაძლებელია, რომ ეს იყოს გარკვეული ყურადღების გადატანა, რადგან ახლა წავა დისკურსია, შეიძლება თუ არა რეფერენდუმის ჩატარება, ჩავატაროთ რეფერენდუმი თუ პლებისციტი, თუ პლებისციტი უნდა ჩავატაროთ, როგორ უნდა ჩავატაროთ, თუ რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ, როდის, არჩევნებს უნდა დავამთხვიოთ თუ არა, ეს 2020 წელს მოხდება თუ 2024 წელს და ა.შ. მთავარი ყურადღება შესაძლებელია, გადაიტანონ სწორედ ამ მიმართულებით,"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები