19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
კარგად წარმოიდგინოს იმ გუნდის ძალა, რომელიც მას უპირისპირდება - განხეთქილება აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორსა და თანამშრომლებს შორის

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნაში სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხეს ხედავს. 

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადებით  გამოეხმაურა კოხრეიძის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ დირექტორობის ყოფილ კანდიდატ ნათია ზოიძესთან თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძეს მიმართავს, რომ კარგად გააცნობიეროს იმ გუნდის ძალა, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

"სწორედ გიორგი კოხრეიძეს არ მოერიდება და აშკარად ღიად დაგვიპირისპირდება, როგორც ეს გამოჩნდა გუშინდელ ეთერში. მას შეუძლია უყვიროს ჟურნალისტს, ასწავლოს როგორია ჟურნალისტიკა, მიუთითოს კიდეც და ეს საჯაროდ გააკეთა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება მის კაბინეტში გაკეთებული განცხადებები და მითითებები. ჩვენ ეს კარგად გვაქვს წარმოდგენილი და ასევე, მინდა, რომ ვუთხრა მას - კარგად წარმოიდგინოს იმ გუნდის ძალა, რომელიც დღეს მას უპირისპირდება,"- განაცხადა მაია მერკვილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები