27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
ივანიშვილი სამების ტაძრის ამბიონიდან დალოცეს და მადლობა გადაუხადეს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის შემდეგ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა მიმართა და სამების ტაძრის აშენებაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 15 წლის წინ სწორედ გიორგობა დღეს აკურთხეს სამების ტაძარი: 

"უწმინდესის მოღვაწეობაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ეს იყო 15 წლის წინ, დღევანდელ დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აი, ამ დიდებული ტაძრის კურთხევა. მისმა უწმინდესობამ საოცრად შეაფასა ამ ტაძრის მნიშვნელობა, მან ამ ტაძარს უწოდა ქართველი ერის ავტოპორტრეტი. დიახ, ნამდვილად არ შეიძლება არ ვუთხრათ მადლობა პიროვნებას, რომელმაც ის ნაკლულევანება, რაც გააჩნდა მშენებლობას, შეავსო და დაასრულა ტაძრის მშენებლობა და დააგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პიროვნება ბრძანდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა დალოცოს იგი და შეაძლებინოს მომავალშიც, ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება," - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ბიძინა ივანიშვილი დალოცა პატრიარქმაც:

"ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და ამშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა,"- აღნიშნა ილია მეორემ.

დღის ამბები