19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
თავაძემ ან კანონი არ იცის, ან არაკეთილსინდისიერად ცდილობს საკუთარი კანდიდატურის თავზე მოხვევას - ოთო კახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მოთხოვნას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთო კახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს სპეციალურად რომელიმე კანდიდატისთვის ცალკე კენჭისყრის ჩატარებას. 

"მან ან კანონი არ იცის, ან არაკეთილსინდისიერად ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი კანდიდატურა, როდესაც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს. თავაძე დისკვალიფიცირებული უნდა იყოს ამ კონსკურსიდან,"- განაცხადა ოთო კახიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების 99% სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. "კლანის" წევრია. 

"დაწყებული გენერალური პროკურორიდან, რომელიც ასევე უდიპლომო აღმოჩნდა, სხვა კანდიდატებთანაც გაჩნდა ეჭვები. ამ შემთხვევაში, ზაზა თავაძეში კი არ არის საქმე, მთლიანად ის შემადგენლობა, რომელიც წარდგენილია, მათი 99% მურუსიძე-ჩინჩალაძის და ივანიშვილის კლანის წარმომადგენელია. ამიტომ, უნდა შეჩერდეს მისი განხილვა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები