20 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
აქცია პარიზში - დემონსტრანტებმა ოჯახში ძალადობა გააპროტესტეს

პარიზის ქუჩებში 50 ათასმა დემონსტრანტმა ოჯახში ძალადობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს ხელში იასამნისფერი პლაკატები ეჭირათ, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელები ეწერა.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან სექსუალური და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას მოითხოვდნენ.

საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ქმარმა ან ყოფილმა პარტნიორმა 130 ქალი მოკლა. ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ზრდა ევროკავშირის ანგარიშშიც მოხვდა.

დღის ამბები