20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
აქცია ვერის ბაღში - მოძრაობის"ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები 4 რეგიონის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ

პრეზიდენტის რეზიდენციის დაბოქლომების პარალელურად კიდევ ერთი აქცია ვერის ბაღში.  მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებისთვის შეფარდებულ პატიმრობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მსვლელობა 4 რეგიონის მიმართულებით მოეწყობა, ესენია: გორი, მცხეთა, მარნეული, რუსთავი.

მათივე  განმარტებით, აქტივისტები  ყველა იმ ქალაქში ჩავლენ, სადაც აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილი. აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

"ჩვენი დღევანდელი აქციით ბიძინა ივანიშვილს გვინდა შევახსენოთ, რომ ეს ადამიანები მარტო არ არიან. ყველას ვერ დაგვიჭერენ. არ აქვთ ამის საშუალება. გვინდა იცოდეს, რომ არ გვეშინია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ექცევა და უსამართლოდ აპატიმრებს ჩვენს მეგობრებს. ისინი არიან მისი პოლიტიკური პატიმრები და კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ არ გვეშინია არაფრის და მზად ვართ ქვეყნის სამსახურში ვიყოთ," - განაცხადა მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტმა თათია წულაძემ.

დღის ამბები