20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
გორის პოლიციის სამმართველოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ქალაქში აპირებენ ჩასვლას, სადაც 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან, ეს ქალაქებია: გორი, მცხეთა, მარნეული, რუსთავი.

სამოქალაქო აქტივისტები პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

გორის იზოლატორთან გამართული აქციის მონაწილეებმა დღესვე, პარლამენტთან 25 ნოემბრის აქცია დააანონსეს და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. 

 

დღის ამბები