13 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით კანონს არღვევდა პარლამენტის წინ - ადვოკატი 

საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე მსჯელობა სამართალდამცველების დაკითხვით განახლდა. 

ადვოკატები ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არცერთ მოწმეს პირდაპირ არ დაუსახელებია, რომ მაჩალიკაშვილი ან ლორთქიფანიძე ძალადობაში მონაწილეობდნენ.

უფლებადამცველი, გიორგი გელხაური თქმით, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე და მორის მაჩალიკაშვილი რაიმე ფორმით კანონს არღვევდნენ. 

"არც ერთს არ უხსენებია ბეჟან ლორთქიფანიძე, არც ერთს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, იმ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით კანონს არღვევდა პარლამენტის წინ ან რაიმე ფორმით ძალადობდა რომელიმე სხვა სამართალდამცავზე," - აცხადებს გიორგი გელხაური.

პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედებათ. 

დღის ამბები