13 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
"გერმანული მოდელი" არაკონსტიტუციურია, შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნა სპეკულაციურია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნები გერმანული, ან მისი მსგავსი მოდელით ჩატარდეს, არაკონსტიტუციურია.

მდინარაძის შეფასებით, კრიზისიდან გამოსავალი თვალის გასწორებაა იმ ფაქტისთვის, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარების ერთადერთი კონსტიტუციური გზა, შერეული საარჩევნო სისტემაა. 

"კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ შევხედოთ სიმართლეს. ერთი მხრივ ჩვენ გვესმის სპეკულაციური განცხადებები, ნახეთ ალბათ, როგორ შეცვალეს მესიჯი ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არა "გერმანული მოდელი", არამედ გერმანულის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იურისტი, რომელიც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი, სადაც პრინციპია მთავარი, რომ ის არის პერსონიფიცირებული პროპორციული სისტემა, აქედან გამომდინარე, ეს არის კონსტიტუციის შეუსაბამობა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არის არარელევანტური, სპეკულაციური და თავად შეჰყავთ პროცესები ჩიხში.

ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც კონკრეტულ განცხადებას აფასებენ, თავად ატყუებენ საზოგადოებას. მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია, თუნდაც გარდამავალი მესიჯის ფარგლებში ჩასმული, გერმანულის მსგავსი, არის სპეკულაციური და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, რომელიც თუნდაც გულწრფელად აპროტესტებს რუსთაველზე თუ სხვა ადგილებში, რა ფაქტიც დადგა საპარლამენტო უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დღის ამბები