13 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
თუ დემონსტრაციები კანონის ფარგლებს გასცდება, აუცილებლად მოჰყვება ცივილური რეაგირება - ანრი ოხანაშვილი

რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით ამბობენ, რომ თუ დემონსტრაციები კანონის ფარგლებს გასცდება, პასუხი ადეკვატური იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დემონსტრაციები და გამოსვლები დემოკრატიული პროცესებია, რა თქმა უნდა, თუ ეს ჯდება კანონის ფარგლებში.

"ჩვენ არ ვმუშაობთ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით, "ქართული ოცნება" მუშაობს საზოგადოების დღის წესრიგით. ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები. თუ ვინმეს სურს დემონსტრაციები, გამოსვლა, კონკრეტული საკითხის გაკრიტიკება, ეს არის დემოკრატიული, ნორმალური პროცესი, როდესაც ჯდება კანონის ფარგლებში. თუ კანონის ფარგლებს გასცდება, აუცილებლად ცივილური, დემოკრატიული, მოზომილი რეაგირება მოჰყვება," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები