12 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" 2 თანამშრომელი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

"ევროპული საქართველოს" 2 თანამშრომელი, რომელთაც პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულების ადვოკატი დავით ბარბაქაძე აცხადებს, რომ მასალებს არც იცნობს, რადგან მისთვის არ გადაუციათ. ადვოკატის ინფორმაციითვე, დაკავებულების საქმეს ადმინისტრაციული სასამართლო რამდენიმე ხანში განიხილავს.

"დააკავეს შავაძე და ზაქარეიშვილი ადმინისტრაციული წესით. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე ხანში სასამართლოს სხდომა გაიმართება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს. მასალებს არ ვიცნობ, ვინაიდან ჩემთვის არ გადმოუციათ. აღნიშნული რეგულირდება როგორც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, რადგან გადაწყვიტეს, რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა სისხლის სამართლის დანაშაული, ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს," - განაცხადა ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, აქციის სამზადისის დროს "ევროპული საქართველოს" 2 თანამშრომელი, რომელთაც ავტომობილით აქციისთვის შეშა და კასრები გადაჰქონდათ, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები