26 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და შეეცდებიან პარლამენტის სამი შესასვლელის პიკეტირება მოახდინონ, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ. ისინი გეგმავენ, დეპუტატებს ხვალ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცენ.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის წინ გამოსვლები დასრულებულია. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, არ დაიშალონ და ხვალ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლაში ხელი შეუშალონ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.  

გარდა ამისა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის ორგანიზატორებმა სპეციალური ეკრანიც მიიტანეს, რომლის საშუალებითაც აქციის მონაწილეებს შესაძლებლობ ექნებათ, პროპორციული არჩევნების რეფორმისა და მისი დადებითი მხარეების შესახებ პრეზენტაცია იხილონ.  

დღის ამბები