20 სექტემბერი 2024,   17:32
ვრცლად
პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების  დასაშლელად სპეცრაზმმა, ცოტახნისწინ  წყლის ჭავლი გამოიყენა.  სპეცრაზმის მიერ აღებულია, აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები.

მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიკავა. ამ დროისთვის გათავისუფლებულია ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და პარლამენტის ზედა შესასვლელი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან, საიდანც დეპუტატები სარგებლობენ. 

გადაკეტილია, რუსთაველის გამზირამდე მისასვლელი ყველა ქუჩა. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 2 საათის წინ  გამოჩნდა.

 

დღის ამბები