20 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ცეცხლის დანთების მიზნით წიგნები მიიტანეს

90 იანი წლების რედაქციით გამოსული კონსტიტუცია ერთ-ერთია იმ წიგნებს შორის, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცეცხლის დანთების მიზნით მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასე პასუხობენ პოლიციის უარს შეშის მიტანისა და ცეცხლის დანთების უარზე.

"მთელი ღამე ვუყურებდით ბავშვები როგორ იყინებოდნენ, როგორ წაართვეს თითო -ოროლა ღერი შეშა. ჩემი შვილიც აქ არის, ამიტომ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა.

შეშას ვერ შემოვიტანდი. ვიფიქრე, რომ ეს წიგნები რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩემთან ინახება, ამას ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება ექნებოდა ამათ გასათბობად.

წიგნს ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ამათი განათლება უკვე თავშია, ეს დადებულია თაროზე, ამიტომ ამისი გამოყენება და ფუნქცია ყველაზე გამართლებული არის დღეს აქ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

დღის ამბები