23 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
სესიის ჩატარება მხოლოდ პოლიციის და რობოკოპების თანხლებით უნდა შეეძლოთ, ეს იყო მიზანი - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე მხარეს დგანან რობოკოპები და ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რის ფასადაც "ქართულ ოცნებას" სესიის ჩატარება შეუძლია.

"ჩვენი მიზანია, მთელს მსოფლიოს და მთელს საქართველოს გავაგებინოთ ჩვენი მშვიდობიანი აქციის შესახებ. ხელისუფლება არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ახლა ისინი აპირებენ პარლამენტში შევიდნენ და გაჭირვებულ ადამიანებს დაანახონ, როგორ ინაწილებენ სკამებს. ეს პროცესი არის ძალიან სამარცხვინო.

ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ პარლამენტში სესიის ჩატარება მხოლოდ პოლიციის და რობოკოპების თანხლებით შეეძლოთ. გუშინაც აქციის მონაწილეს თვალი დაუზიანეს, ასე იქცევიან ისინი. თუ პოლიციის კორდონი მოგვცემს საშუალებას, პარლამენტთან ავალთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები