20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
არაფერია საკომენტარო - პრეზიდენტმა გუშინდელ ინციდენტზე "კურიერთან"კომენტარი არ გააკეთა

პრეზიდენტი ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილმა “კურიერთან“ გუშინ მომხდარ ინციდენტზე განმარტების გაკეთება არ ისურვა.  ზურაბიშვილთან გასაუბრება "კურიერმა" მის სახლთან სცადა.

"არაფერი საკომენტარო სამწუხაროდ არ არის"... - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სალობიეში იმყოფებოდა, რაც საგანგებოდ მისულმა აქტივისტებმა გააპროტესტეს.

ისინი ცდილობდნენ შესულიყვნენ შენობაში, სადაც პრეზიდენტი ვახშმობდა, თუმცა მათ დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

დღის ამბები