20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ვაჟა სირაძე აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებას უარყოფს

​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე დღეს დილით, აქციის დაშლისას, წყლის ჭავლის გამოყენებას უარყოფს.

სირაძის თქმით, გუშინ დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების გამო უკანონობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანა, ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის ჭავლის.

"გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის. პოლიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ბლოკირება შესასვლელების, ასევე პროვოკაციები და გარკვეული ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსასვლელებში და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დეპუტატებისა და საზოგადოების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას. ნაწილი დაკავებულების გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები