22 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს 12 წლის ბავშვი დაიწვა

უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში. სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს 12 წლის ბავშვი დაიწვა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ხანძარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დღის ამბები