20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზე მიდის - სოფიო კილაძე

"პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა"- ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა.

კილაძის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება. 

"ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ეფარება სამოქალაქო აქტივიზმს, ჩვენ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აუცილებელია კანონისმიერი რეაგირება და ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი," - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები