20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
2000 ლარიანი ჯარიმა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის - ლევან გაზდელიანი აქციაზე შეშის მიტანას ცდილობდა

პარტია "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრ ბესო გაზდელიანს, რომელიც მაშინ დააკავეს, როდესაც 25 ნოემბრის აქციაზე ავტომობილით შეშის შეტანას ცდილობდა, 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. 

გაზდელიანი აცხადებს, რომ მანქანა კანონის დარღვევით ჩამოართვეს.

"კანონდარღვევა, სამწუხაროდ, ჩაიდინეს იქ მყოფმა მაღალი ჩინის პოლიციელებმა, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით გაგვტაცეს მანქანა, ყოველგვარი ოქმის შედგენის გარეშე და განმარტების გარეშე. ჩახტნენ მანქანაში, ჩვენს კუთვნილ სატვირთო ავტომობილში და მოიტაცეს, რომელშიც გველაგა მხოლოდ ცარიელი კასრები და შეშა,"- განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

გაზდელიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება.

დღესვე, საქალაქო სასამართლოში დილით, აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესებიც უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე სხდომა არ ჩანიშნულა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების გამო, სპეცრაზმმა პარლამენტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. 28 პირი სამართალდამცავებმა ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის დაშლისას დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წევრი აკაკი მინაშვილიც. ყველა დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

დღის ამბები