კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
როგორც "კურიერს" ადგილობრივმა განუცხადა, დაშავებულის საცხოვრებელ სახლს ნატყვიარი აღენიშნება. დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.