20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
არასაკმარისია ჩარევა - მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის კოლეგებმა აქცია გამართეს

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის კოლეგებმა და მეგობრებმა გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ განხორცილებულ ქმედებებს არასაკმარისად მიიჩნევენ და უფრო პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"მოვითხოვთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს ხელისუფლებას, ძალიან აქტიურად ჩაერიონ, იმაზე მეტად ვიდრე აქამდე აქტიურობდნენ. ვთვლით, რომ არასაკმარისია ეს ჩარევა, თორემ ამდენი ხანი ნამდვილად გაათხვისუფლებდნენ ამ დრომდე ვაჟა ექიმს," - განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ექიმმა ნინო ვარაზაშვილმა.

შეკრებილებმა საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ექიმები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ.

დღის ამბები