21 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
დემოსტრანტების წყლის ჭავლით დაშლა - არასამთავრობო სექტორი შსს-ს ქმედებას ძალის გადაჭაბებად აფასებს

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებად აფასებს სამოქალაქო სექტორი რუსთაველის გამზირზე გუშინ, გამთენისისას დემოსტრანტების წყლის ჭავლით დაშლის პროცესს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დემონსტრანტების წყლის ჭავლით დაშლის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან აქცია მშვიდობიანი იყო და იმ პერიოდში არც მოვლენათა სხვაგვარად განვითარების რისკი არსებობდა.

"ძალის გამოყენებას აქვს თავისი საზღვრები და ლიმიტები. ჩვენ დავინახეთ რომ ამ შემთხვევაში პროპორციულად არ იყო ძალა გამოყენებული, საჭირო არ იყო წყლის ჭავლი, რომელის გამოყენებასაც გაეროს მიერ მიღებული თავისი წესები აქვს," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიროგი კლდიაშვილის განცხადებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, გუშინ მიმდინარე აქციისას ტროტუარზე მყოფი დემოსტრანტების დაშლის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა.  

დღის ამბები